Saturday, July 17, 2010

„ტყე შეუნახე შვილებსა''


                      

 

1 . პროექტის სახელი :“ტყე შეუნახე შვილებსა“

2.პროექტის მოკლე აღწერა(1–2 წინადადება): მოსწავლეებმა უნდა აღწერონ ტყის განადგურების კონკრეტული შემთხვევა და შემდგომ დაასაბუთონ არსებულ მდგომარეობაში ცვლილების  შეტანის აუცილებლობა.

3.პროექტის სრული აღწერა:მოიძიეთ ინფორმაცია ტყის განადგურების შესახებ,არსებობს თუ არა თქვენ საზოგადოებაში ტყის განადგურების პრობლემა, რა შედეგიები შეიძლება მოჰყვეს ტყის განადგურებას. რა ღონისძიების განხორციელება არის შესაძლებელო ტყის განადგურების თავიდან ასაცილებლად.გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვა, ინტერვიუს აღება, ფოტომასალის მოგროვება, მოძიებული ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში.                                                                    

4.მონაწილეთა ასაკი:7–10 წლის ბავშვები.                                                                                                  

5.ვადების ხანგრძლივობა:პროექტს ფასილიტაცია გაეწევა 2010–2011სასწავლო წლის განმავლობაში.                                                                                                                              

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში;ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, დახარისხება, ანალიზის კომუნიკაციის,ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევების განვითარება,ნამუსევრების განთავსება ბლოგში,პლაკატების დამზადება.                                          

7.სასარგებლო სხვებისთვის:მოსწავლეს ჩამოუყალიბდება გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ–ჩვევები,გამოუმუშავდება კრიტიკული აზროვნების უნარი, გააცნობიერებს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობას, ჩაერთვება საზოგადოებრივ საქმიანობაში. გააცნობს თავიანთ თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით თავიანთ პროექტს.                                                   

8.სამუშაო ენა:ქართული.                                                                                                                  

9.საგნების(საგნობრივ ჯგუფებთან)ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირ: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირების დამყარებას.სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად. პედაგოგებს კი შეუძლიათ დააკავშირონ არჩეულ ღონისძიებები ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.                                                                

10.პროექტის ფასილიტატორი:მადონა ბაღდოშვილი

 11.ფასილიტატორის ელ–ფოსტა: mbagdoshvili@gmail.com    

 

No comments:

Post a Comment